გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ენითა მუნჯი სჯობია ავმეტყველ
მოსაუბრესა. იგავ-არაკი "უტკბესი და
უმწარესი’’
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური, 7 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები დაფიქრდებიან ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე. მოსწავლემ
უნდა იცოდეს, რომ ენაზე რაც მოადგება არ
უნდა თქვას და სხვას გული არ ატკინოს (ამის მაგალითები უხვადაა ჩვენ
ირგვლივ, ამდენად, თემა აქტუალურია).
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
იგავის ჟანრის გაცნობა. ტექსტის გააზრება. ავტორის სათქმელის ამოცნობა.
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
|
წინასწარი ცოდნა
|
ნასწავლი, წაკითხული, ნანახი
ამბების გახსენება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან
წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რვეული.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
სორგანიზაციო
საკითხები---------------------------------------2 წთ
3. წარმოიდგინე, რომ
გთხოვეს მოიტანო ქვეყნად ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე საჭმელი. რას მოიტანდი?
მოსწავლეები
მუშაობენ წყვილებში. კითხულობენ ტექსტს,
მონიშნავენ უცხო სიტყვებს
და შეეცდებიან მათ განმარტებას კონტექსტის მიხედვით (ლექსიკაზე მუშაობა).წერენ ტექსტის პერიფრაზს.
მიცემული დავალების გამოკითხვა:
ერთი მოსწავლე კითხულობს ტექსტს. შეცდომით გაგებული ფრაზას უსწორებენ
სხვა მოსწავლეები . საჭიროების შემთხვევაში ბუნდოვან ფრაზას განმარტავს მასწავლებელი. --------------------------------------15წ
მასწავლებელი წყვილებს აძლევს დავალებას: 1)მოიფიქრონ
2 -3 შეკითხვა, რომელსაც დაუსვამენ თანაკლასელებს. სავარაუდო შეკითხვები:
1) რისი მოტანა უბრძანა მეფემ
ვეზირს?
2) გადმოეცი, როგორ გაართვა
თავი ვეზირმა მეფის დავალებას?
3) რა ახალი დავალება მისცა
მეფემ ვეზირს?
4) ამჯერად როგორ მოიქცა ვეზირი?
5) რა გაუკვირდა
მეფეს?
6) როგორ აუხსნა
ვეზირმა მეფეს თავისი საქციელი?----- 10 წთ
მასწავლებელს დაფაზე აქვს
დაწერილი რამდენიმე ანდაზა და მოსწავლეებს სთხოვს ამოარჩიონ, რომელი მათგანი შეესაბამება
მოცემულ იგავ-არაკს.ეს ანდაზებია:
1. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.
2. ძალა ერთობაშია.
3. ადამიანის ენას ქვაც გაუხეთქავსო.
4. ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
5. ენა
კაცს კიდეც გადაარჩენს და მოკლავს კიდევაცო.
-------3 წთ
C ფაზა
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს.
სთხოვს მოსწავლეებს ამოიკითხონ
სიტყვები, რომლებიც იგავის მთავარ აზრს გადმოსცემს
აძლევს წერით
საშინაო დავალებას:
1. ვეზირის რა
თვისებაზე მეტყველებს მისი საქციელი.
2. როგორი იქნებოდა
მეფე, რომელსაც ვეზირმა შეფარვით, იგავურად უთხრა თავისი სათქმელი.
ამის შემდეგ მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
-------7 წთ
|
Comments
Post a Comment