პროექტი




  1.             პროექტის სახელი - მიუსაფარი ბავშვები.
2.             პროექტის მოკლე აღწერა - ნუგზარ შატაიძის მოთხრობის ‘’მოგზაურობა აფრიკაში’’ შესწავლის შემდეგ მოეწყობა ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმის ‘’გაღმა ნაპირის’’ ჩვენება კლასში. ამის შემდეგ მოსწავლეები ისაუბრებენ მოთხრობასა და ფილმში დასმულ პრობლემებზე. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად დაგეგმავს პროექტს ‘’მიუსაფარი ბავშვები’’. სკოლის მოსწავლეები გაიცნობენ, დაუმეგობრდებიან ამ ბავშვებს, შეეცდებიან დაეხმარონ მათ, თანაუგრძნონ (ისე რომ, არ შეილახოს მათი თავმოყვარეობა, ღირსების გრძნობა).
3.              პროექტის აქტუალობა - ქვეყანაში მრავლად არიან მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც თავს საზოგადოებისგან გარიყულად თვლიან.
4.             პროექტის მიზნები - მოსწავლეებში ემპათიის გრძნობის განვითარება, სხვისი გასაჭირის გულთან მიტანა.
5.             მონაწილეთა ასაკი - 14-15 წელი.
6.             ვადები/ხანგრძლივობა - 3-4 კვირა.
7.             მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას- მოსწავლეები აგროვებენ წიგნებს, სასწავლო ნივთებს, ტანსაცმელს ბავშვებისთვის.თვითნაკეთი ნივთების დამზადება. სხვადასხვა სოციუმში მცხოვრები ბავშვების დაახლოება. ფოტო და ვიდეო მასალა.
8.             პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - საჩუქრები, სატრანსპორტო საშუალება გადასაადგილებლად.
9.             პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობებიმოსწავლეები აგროვებენ საჭირო ნივთებს, ემზადებიან საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვისათვის, სადაც გამოიტანენ თვითნაკეთ ნივთებს და შემოსულ თანხას გამოიყენებენ ტრანსპორტის დასაქირავებლად და სასუსნავების შესაძენად, რომლებსაც გემრიელად შეექცევიან ახლადშეძენილ მეგობრებთან ერთად.
10.          საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -პროექტში ჩართული იქნება ხელოვნების მასწავლებელი, რომელიც დაეხმარება ნახატების, თოჯინებისა და ა.შ.დამზადებაში.
11.          პროექტის ხელმძღვანელი - ნანა გომარელი
12.          ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - gomarelinana@gmail.com

Comments

Popular posts from this blog